ყოველი მეათე ქალის ტელეფონი უნიტაზში ვარდება

ყოველი მეათე ქალის ტელეფონი უნიტაზში ვარდება

SimplySwitch -მა ახალი სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა, რომელშიც 800-მა ქალმა მიიღო მონაწილეობა. რესპონდენტთა 73%-მა აღნიშნა, რომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთი ტელეფონია. გამოკითხულთა მხოლოდ 8%-მა აღნიშნა, რომ უპირატესობას კომპიუტერს ანიჭებს, ხოლო 18%-ს ყველაფერს პლანშეტი ურჩევნია.

გარდა ამისა, გამოკითხულთა 80%-მა აღიარა, რომ საუბრისას ტელეფონს ძირითადად ნიკაპით და მხრით იკავებს, რათა ხელები სხვა საქმისთვის გაითავისუფლოს.

ქალების 3/4-მა განაცხადა, რომ ტელეფონზე სახლის დალაგებისას საუბრობს. მესამედის თქმით, ყველაზე ხშირად ტუალეტში ყოფნისას, ან მაკიაჟის გაკეთებისას სარგებლობენ მობილურით.

კვლევამ აჩვენა, რომ ყოველ მეათე ქალს ტელეფონი უნიტაზში უვარდება. 16%-ს მობილური ხელსაბან ნიჟარაში, ხოლო 20%-ს ველოსიპედით სიარულის დროს უვარდება.

SimplySwitch-ის კვლევის მიხედვით, ყოველ წელს ბრიტანეთში 855 000 ტელეფონი ვარდება უნიტაზში.

მომზადებულია newsbang.net-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს