ადიგენის მცხოვრებლების ინფორმაციით, "ქართული ოცნება" რაიონის გამგებლის გადაყენებას ცდილობს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ადიგენის მკვიდრმა მამუკა გოგრიჭიანმა განუცხადა, რომელიც სააგენტოს თავად დაუკავშირდა.
მისივე განმარტებით, აღნიშნულის გასაპროტესტებლად რაიონის გამგეობასთან დღეს აქცია გაიმართება.
"მიმდინარეობს რაიონის მოქმედი გამგებლის გადაყენების კამპანია. გამგებლების შეცვლა, როგორც ჩანს, მოდაში შემოვიდა და ადიგენსაც "უჩხიკინებენ". გამგებლის შესაძლო შემცვლელად განიხილება ორი კანდიდატი - ალექსანდრე გოგოლაშვილი და კიდევ ერთი - პირველს ლობირებას სოსო ჯაჭვლიანი უწევს, მეორეს - კახა კალაძე. ეს კამპანია ჩვენთვის მიუღებელია", - აღნიშნა გოგრიჭიანმა, რომლის თქმითაც, "ადრე "ქართული ოცნების" კოორდინატორი იყო.