პატიმარი ციხიდან გაქცევის დროს ხვრელში გაიჭედა

პატიმარი ციხიდან გაქცევის დროს ხვრელში გაიჭედა

ბრაზილიის შტატ გოიასის კოლონიაში უიღბლო პატიმრის გაქცევა წარუმატებლად დამთავრდა. მსჯავრდებული მისი თანამზრახველების მიერ კედელში გაკეთებულ ხვრელში გაიჭედა.

გამოსასწორებელი დაწესებულების პატიმარი რაფაელ ვალდაო მეგობრებს მიჰყვა, მაგრამ საკუთარი გაბარიტები არ გაითვალისწინა.

პატარა ხვრელში პატიმარი წელს ზემოთ წარმატებით გაძვრა, მაგრამ მსხვილმა წელმა მას ერთი მილიმეტრით წინ წაწევის საშუალებაც კი არ მისცა. ვალდაოს სასოწარკვეთილმა ყვირილმა დარაჯების ყურადღება მიიპყრო.

მისი ხვრელიდან გამოთრევის მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა. საბოლოოდ მსჯავრდებულის დასახმარებლად სახანძრო ჯგუფი მივიდა, რომელთაც ღრმული გააფართოვეს და ვალდაო გაათავისუფლეს.

"იგი მსხვილი და მაღალი ადამიანია, რა თქმა უნდა, ასეთ ვიწრო ღრმულში გაძრომას ვერ მოახერხებდა. ამჟამად, ვალდაო მკურნალობს. მას ერთი ნეკნი აქვს გატეხილი",- ამბობს სახანძრო განყოფილების უფროსი ტიაგო კოსტა.

იმავე საღამოს შედარებით გამხდარმა პატიმრებმა გაქცევა მოახერხეს. მათ პოლიცია ეძებს.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს