როგორ გამოვჩნდეთ უფრო გამხდრები

როგორ გამოვჩნდეთ უფრო გამხდრები

ცელულიტი, დიდი ზომის თეძოები, ღიპი - ეს პრობლემა მსოფლიოში უამრავ ქალს აწუხებს. წონაში დასაკლებად საუკეთესო ხერხი დიეტა, სწორად შერჩეული საკვები და სპორტდარბაზში გატარებული რამდენიმე საათია, თუმცა არსებობს რამდენიმე ხერხი, რომელიც მანდილოსნებს დაეხმარებათ, ვიზუალურად "წონაში დაიკლონ".

1. წელში გამართულმა იარეთ: სხეულის სწორი მდგომარეობა ფიგურას მნიშვნელოვნად ცვლის. მოხრილი ქალბატონი სიმაღლეშიც იკლებს და დიდი ზომის მუცელი უფრო წინ იწევა. ამ დროს იმალება მკერდის ღირსებაც, განსაკუთრებით მაშინ, თუკი მკერდი პატარაა. როდესაც ქალი გამართული დადის, მკერდი სათანადო სიმაღლეზეა და უფრო ლამაზიც ჩანს.

2. ჩაიცვით გრძელი მაისური: მაისურის სიგრძე საჯდომს ოდნავ უნდა ფარავდეს. ყურადღება მიქციეთ, პერანგი არ იყოს წელში გამოყვანილი - ტანზე მოტმასნილი ნაჭერი ცელულიტს "გამოფენს". თუმცა, მაისური თქვენი ზომის უნდა იყოს, ერთი ზომით დიდი პერანგიც კი სხეულის მასას მეტად გაზრდის.

3. სწორად შეარჩიეთ ფერი: თუკი ქალბატონი ძალიან მსუქანია, რასაკვირველია ჭრელი სამოსი არ მოუხდება. თუმცა, იმ გოგონებს, რომლებმაც სასურველ წონაზე მაქსიმუმ 7 კილოთი მოიმატეს, უფლება აქვთ, შედარებით ღია ფერის სამოსი შეარჩიონ. რასაკვირველია, ყველა შემთხვევაში სხეულის გარშემოწერილობას მუქ ფერში გადაწყვეტილი სამოსი ამცირებს.

არასწორია ჰორიზონტალური ზოლებიანი სამოსის შეძენა, ეს ნაბიჯი შეიძლება გამხდარმა ქალბატონებმაც კი ინანონ, რადგანაც ყველა შემთხვევაში, სხეულის მასა ვიზუალურად დიდი ჩანს. არასწორია ბევრი ღილით, ელვითა და სხვა დეტალებით გაფორმებული სამოსის შეძენაც.

4. შეიძინეთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი: რასაკვირველია, ყველა ქალმა იცის მაღალი ქუსლების ღირსება. ქუსლებზე ქალბატონი ყოველთვის მაღალი და გამხდარი ჩანს. თუმცა, ფეხსაცმლის შეძენა ადვილი არაა - ბევრმა ქალმა არც კი იცის, რომ არასწორად შერჩეულმა ქუსლის სიმაღლემ, ან სისქემ შეიძლება  დაამახინჯოს; მაგალითად, ჭარბწონიანი ქალი, რომელიც წვრილქუსლიან (ე.წ. "შპილკა") და წაწვეტებულცხვირიან ფეხსაცმელს შეიძენს, უფრო მსუქანი გამოჩნდება და ადამიანს ისეთი შთაბეჭდილება დარჩება, თითქოს ქალმა 3 ზომით პატარა ფეხსაცმელი იყიდა.

თუმცა, თანამედროვე ქალის დღის გრაფიკი ძალიან გადატვირთულია და ყოველ დღე ქუსლებზე სიარული - შეუძლებელი. თუ გოგონა დაბალი და ჭარბწონიანია, ოდნავ მაღალ პლატფორმაზე მდგარი ფეხსაცმელი უნდა იყიდოს. თუკი მაღალი და მსუქანი ხართ, მუქი ფერის დაბალძირიანი ფეხსაცმელი შეარჩიეთ. კრემისფერ მაღალქუსლიან ფეხსაცმელში კი ვიზუალურად ქალი მაღალი ჩანს.

5. აქცენტი სხეულის გამხდარ ნაწილზე გააკეთეთ: თუკი დიდი მუცელი გაქვთ, მაგრამ თეძოები უფრო სუსტი, ტოპსა და ტანზე მომდგარ კაბას ნუ იყიდით. უარი თქვით ისეთ კაბასა და მაისურზე, რომელსაც წელზე ქამარი აქვს დამაგრებული - ასეთ სამოსში ღიპი ორად იყოფა, გვერდებზე კი ზედმეტი ქონი უადგილოდ ამოიზრდება. 

6. სწორად შეარჩიეთ აქსესუარი: თუკი ჭარბწონიანი და მაღალი ხართ, დიდი ზომის სამკაული შეიძინეთ. დაბალმა და ჭარბწონიანმა ქალებმა საშუალოზე ოდნავ დიდი ზომის ჩანთა იყიდეთ - ასეთ შემთხვევაში, თქვენი გარშემოწერილობა ჩანთის ფონზე შემცირდება.

7. თქვენი ზომის სამოსი იყიდეთ: ქალბატონები ხშირად ცდებიან, როდესაც ზედმეტი წონის დასამალად დიდი ზომის სამოსს ყიდულობენ. სინამდვილეში, ფიგურას თავად იმახინჯებენ.

8. შეწყვიტეთ სხვებთან თქვენს ზედმეტ წონაზე საუბარი: თქვენს თავს თუ სხვებთან აძაგებთ, მათგან რაღას უნდა ელოდეთ? ისეთი ფრაზები როგორიცაა - ”მსუქანი ვარ”, ”წონაში ვერ ვიკლებ”, ”კარგ დიეტას ხომ ვერ მირჩევდით?” - დაივიწყეთ.

გახსოვდეთ, როგორც კი თქვენს ნაკლზე საჯაროდ, თუნდაც მეგობართან განაცხადებთ, ისინი საკუთარ შენიშვნებს თავზე უტაქტოდ მოგახვევენ.

მომზადებულია wikihow.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს