ვენაში ავტობუსის მძღოლმა ნაპოვნი 390 000 ევრო დააბრუნა

ვენაში ავტობუსის მძღოლმა ნაპოვნი 390 000 ევრო დააბრუნა

ვენაში ავტობუსის მძღოლმა ავტომობილის სალონში ჩანთა იპოვა, რომელშიც 390 000 ევრო იდო. მამაკაცმა პოლიციელები გამოიძახა, რომელთაც ფულის მფლობელს მიაგნეს.

მძღოლის თქმით, თავიდან, იფიქრა, რომ ჩანთაში შეძენილი პროდუქტები ან მედიკამენტები იქნებოდა. მისი გახსნის შემდეგ კი ბანკნოტების რამდენიმე შეკვრა აღმოაჩინა.

პოლიციამ ფულის მფლობელი საგადასახადო დოკუმენტებით დაადგინა. როგორც აღმოჩნდა, ჩანთა ხანდაზმულმა ქალბატონმა დაკარგა. ეს პენსიონერის მიერ მთელი ცხოვრების განმავლობაში დაგროვილი დანაზოგი იყო.

პოლიციამ მძღოლი პატიოსნებისთვის შეაქო.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს