"დარიალი ჰესის" საქმეში უცნობი დოკუმენტი გაჩნდა

"დარიალი ჰესის" საქმეში უცნობი დოკუმენტი გაჩნდა

"დარიალი ჰესის" საქმესთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა მთავრობის განკარგულება წარმოადგინა, რომელსაც ხელს ყოფილი პრემიერ-მინისტრი აწერს. განკარგულების მიხედვით, დაცული ტერიტორიების ნაწილი "დარიალი ჰესის" მშენებლობისთვის კომპანია ”დარიალენერჯის” უნდა გადაეცეს.

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივას" წარმომადგენლის, ირაკლი მაჭარაშვილის განცხადებით, მსგავსი განკარგულების გაცემა კანონდარღვევაა და ეს მასალები პროკურატურას გადაეგზავნება.

"აქამდე ყველასთვის უცნობი განკარგულების მიხედვით, დაცული ტერიტორიების ნაწილი უნდა გადასცემოდა კომპანიას ჰესის მშენებლობისთვის. ასეთი განკარგულების გაცემა პრემიერ მინისტრის მხრიდან კანონდარღვევაა, ამიტომ ამ დოკუმენტაციას პროკურატურას გადავუგზავნით. იქიდან გამომდინარე, რომ ეს დოკუმენტი უცნობი იყო როგორც ჩვენთვის, ასევე სასამართლოსთვის, მის გაცნობას დრო სჭირდება და ამიტომ პროცესი გადაიდო," - განაცხადა მაჭარაშვილმა.

სრული ვერსია

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა