შორენა შავერდაშვილი საკუთარ თავზე ანეკდოტს ავრცელებს

შორენა შავერდაშვილი საკუთარ თავზე ანეკდოტს ავრცელებს

ჟურნალ "ლიბერალის" რედაქტორი შორენა შავერდაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საკუთარ თავზე ანეკდოტს აქვეყნებს.

"ახალი ანეკდოტი: შორენა ვიღაცას ატანს 2 ლარს და ეუბნება - ერთი ბორჯომი და ერთი ტელევიზია წამომიღეო. :D - სულ უფრო და უფრო მომწონს ეს ამბავი!",-წერს ჟურნალისტი.

შორენა შავერდაშვილის შესახებ ანეკდოტი ჟურნალ "ლიბერალში" გამოქვეყნებულ ღია წერილთან დაკავშირებით გავრცელდა. წერილში ჟურნალისტი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მისთვის ტელეკომპანია "მე-9 არხის" 1 ლარად მიყიდვას სთავაზობდა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს