პრეზერვატივის სახეობათა საკომიტეტო განხილვის რეზონანსი "ფეისბუქზე"

პრეზერვატივის სახეობათა  საკომიტეტო განხილვის რეზონანსი "ფეისბუქზე"

გუშინ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პრეზერვატივის სახეობათა განსახილველად მოიცალა. ლევან ბერძენიშვილისა და კობა დავითაშვილის გამოსვლას ”ფეისბუქის” მომხმარებლებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

პარლამენტარების განცხადებებს ჟურნალ "ტაბულას" რედაქტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა რამდენიმე პოსტი მიუძღვნა.

"ღმერთო მიშველე!

''პრეზერვატივს გააჩნია, მას შეიძლება ჰქონდეს არა დაცვითი, არამედ სიამოვნების მიღების საშუალებაც, თუ იგი გართულებული არის გარკვეული ტექნიკური საშუალებებით" (c) ლევან ბერძენიშვილი.

"არსებობს ორი სახის პრეზერვატივი, ერთი დაცვისთვის და მეორეს აქვს სექსუალური სურვილის დაკმაყოფილების ფუნქცია. აი სწორედ ის ვერ გაიყიდება და ესეთი გაიყიდება" (c) კობა დავითაშვილი",- მოჰყავს "ფეისბუქზე" პარლამენტარების განცხადება  "ტაბულას" რედაქტორ თამარ ჩერგოლეიშვილს.

"ველი როდის დააყენებენ კობა დავითაშვილი და ლევან ბერძენიშვილი ქალებისთვის გენიტალიების დაცვეთის ინიციატივას", - წერს ჩერგოლეიშვილი.

"კანონ პროექტის ავტორს ვურჩევ, თავის ლექსიკონში სიტყვა "საოხრე" შეიტანოს, ნაცვალსახელებს დაზოგავს. მაგალითად - 18 წლამდე ასაკის ვაჟს, რომელიც შეეცდება და ხორკლიან პრეზერვატივს იყიდის, "გაუხმეს საოხრე",- წერს ჟურნალისტი.

ლევან ბერძენიშვილის განცხადებას ჟურნალისტი მერაბ მეტრეველიც გამოეხმაურა.

''პრეზერვატივს გააჩნია, მას შეიძლება ჰქონდეს არა დაცვითი, არამედ სიამოვნების მიღების საშუალებაც, თუ იგი გართულებული არის გარკვეული ტექნიკური საშუალებებით" (c) ლევან ბერძენიშვილი

თუ ქალს ახლა "გარკვეული ტექნიკური საშუალება" ერქვა არ ვიცოდი. თქვენ იცით, პრეზერვატივი, რომელიც სიამოვნების მიღების საშუალებაცაა? მე მარტო ისეთი ვიცი, რომელიც სიამოვნების მიღებაში ხელს გიშლის. თუ დროს ჩამოვრჩი?"- წერს მეტრეველი.

პორტალმა "ჩიტი.გე"-მ სახალისო პოსტერიც გაავრცელა, რომელზეც გამოსახული მამაკაცი ხალხს გარყვნილებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს.

თემა forum.ge-ზეც გაიხსნა:

"სიამოვნების დამრთრუნავი დურექსი ვიყიდე (ჩემდაუნებურად) და ეგ ვაფშე სუპერ კანონიერია?"

"უსიკებიან პრეზერვატივებს გვართმევენ, სულში გვაფურთხებენ!", - წერენ ფორუმის მომხმარებლები.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება შედის, რომლის თანახმად, სკოლებიდან 100 მეტრის რადიუსში, ასევე ბავშვთა ტანსაცმლისა და სათამაშოების მაღაზიებში "სექსუალური ხასიათის პროდუქციის" გაყიდვა 100-ლარით დაჯარიმდება.

იხილეთ ვიდეო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს