ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ზანდარაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილობით მიმართა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განუცხადეს, საკრებულო უახლოეს დღეებში იმსჯელებს ზანდარაშვილის განცხადებაზე, თუმცა, ჯერ არ იციან გამოცხადდება კონკურსი, თუ პირდაპირი წესით დაინიშნება ყვარელში გამგებელი.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე მოჭიდავე დავით ქევხიშვილის კანდიდატურა მოიაზრება, რომელიც 1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო.