კანადაში პიცის არომატის სუნამო გამოუშვეს

კანადაში პიცის არომატის სუნამო გამოუშვეს

კანადაში, პიცერია Pizza Hut-მა "ფეისბუქის" მომხმარებლებისთვის შეზღუდული რაოდენობის პარფიუმი გამოუშვა. სუნამოს პიცის სუნი აქვს.

აგვისტოში პიცერიის წარმომადგენლებმა სოციალურ ქსელში მათი გვერდის ხელმომწერებს კითხვა დაუსვეს, უყვართ თუ არა მათ არომატი, რომელიც პიცის ყუთის გახსნისას დგება.

კომპანიამ პიცის არომანტიანი სუნამოს - Eau de Pizza Hut-ის მხოლოდ 110 ეგზემპლარი გამოუშვა და შემთხვევითი შერჩევის მეთოდით "ფეისბუქის" მომხმარებლებს დაურიგა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც სწრაფი კვების ობიექტი პარფიუმერულ ნაწარმს უშვებს. 2008 წელს Burger King-მა შემწვარი ხორცის არომატიანი სუნამო გამოუშვა. Burger King Flame-ის შეძენა სწრაფი კვების ამ ობიექტში მომხმარებლებს 4 დოლარად შეეძლოთ.

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს