ქეით მიდლტონის მედდამ თავი მოიკლა?

ქეით მიდლტონის მედდამ თავი მოიკლა?

დიდი ბრიტანეთის სამეფო კარი მემკვიდრის მოლოდინშია. თუმცა ორსულ ჰერცოგინიას არცთუ სასიამოვნო ინციდენტი შეემთხვა. ქეითის მედდამ, რომელმაც პალატასთან მორიგეობის დროს უნებურად გაავრცელა ინფორმაცია პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ, თავი მოიკლა.

საავადმყოფოს ადმინისტრაცია იუწყება, რომ მედდა ჟურნალისტების ბოროტი ხუმრობის მსხვერპლი გახდა. ავსტრალიური რადიოს ორმა წამყვანმა საავადმყოფოში, მიდლტონის პალატაში დარეკა და თავი წარადგინა დედოფალ ელისაბედად და პრინც ჩარლზად. მედდა რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრა "დედოფალს" და გაანდო ინფორმაცია ორსული ჰერცოგინიას იმჟამინდელი მდგომარეობის შესახებ, რომელიც საავადმყოფოში მძიმე ტოქსიკოზით იყო მიყვანილი.

მას შემდეგ, რაც ქეით მიდლტონი ჰოსპიტალიდან გაწერეს, 46 წლის, ორშვილიანი მედდა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სიკვდილის მიზეზი ჯერ არ არის გამოძიებული. თუმცა პოლიცია და საავადმყოფოს ადმინისტრაცია კატეგორიულად გამორიცხავს თვითმკვლელობის ვერსიას, რომელიც აქტიურად ვრცელდება მედიაში.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს