მასწავლებელს, რომელმაც მოსწავლეებს სანტა კლაუსის არარსებობის შესახებ ამცნო, უჩივიან

მასწავლებელს, რომელმაც მოსწავლეებს სანტა კლაუსის არარსებობის შესახებ ამცნო, უჩივიან

ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩის სკოლაში მასწავლებელმა 8-9-წლის მოსწავლეებს გაკვეთილის მსვლელობისას მოულოდნელად განუცხადა, რომ სანტა კლაუსი არ არსებობს. მასწავლებელმა პატარებს უთხრა, რომ თავს სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ, როდესაც სანტას წერილებს უგზავნიან, ხოლო საჩუქრები, რომელიც შობას ლოგინში ხვდებათ, მშობლების ნაყიდია.

მასწავლებლის გულწრფელობამ მოსწავლეებზე უარყოფითად იმოქმედა, პატარებმა ინერვიულეს. ყველაზე მეტად მშობლები განაწყენდნენ, ისინი მასწავლებლისგან საჯარო ბოდიშს მოითხოვენ.

მათი თქმით, პატარებს სკოლასთან და ახალ გარემოსთან შეგუება ისედაც უჭირთ და ამ ინფორმაციით შესაძლოა, სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემაც გაუჩნდეთ. სკოლის დირექტორმა მშობლების დამშვიდება სცადა და განაცხადა, რომ "მასწავლებელმა შეცდომა დაუშვა და საკუთარ საქციელს ნანობს".

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს