ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სახაზინო სამსახურის უფროსს ანაზღაურება 230 ლარით შეუმცირა. სახაზინო სამსახურის უფროსის თანამდებობრივი სარგო დღეის მდგომარეობით , ფინანსთა ექსმინისტრ დიმიტრი გვინდაძის 23 ივლისის ბრძანების შესაბამისად, 2950 ლარით იყო განსაზღვრული.
ხადურის გადაწყვეტილებით, "ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს შესახებ" ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმად, სახაზინო სამსახურის უფროსის თანამდებობრივი სარგო 2720 ლარით განისაზღვრა. აღნიშნული სამსახურის ყველა სხვა თანამშრომლის თანამდებობრივი სარგო იგივე ნიშნულზე დარჩა.
ფინანსთა მინისტრის ბრძანება "საკანონმდებლო მაცნეში" უკვე გამოქვეყნდა.