რამ აალაპარაკა ქართულად რუსი ნათელმხილველი - "ექსტრასენსთა ბრძოლის" გამაოგნებელი ეპიზოდი

რამ აალაპარაკა ქართულად რუსი ნათელმხილველი - "ექსტრასენსთა ბრძოლის" გამაოგნებელი ეპიზოდი

რუსეთში "ექსტრასენსთა ბრძოლის" მე-13 სეზონი მიმდინარეობს. უკვე რამდენიმე კვირაა ოთხი ძლიერი ექსტრასენსიდან სამი ფინალში მოსახვედრად იბრძვის, თუმცა ჟიურის არჩევანის გაკეთება უჭირს. ყოველ კვირა ექსტრასენსებს სხვადასხვა რთულ დავალებას აძლევენ, თუმცა საუკეთესოს გამოვლენა ჯერ ვერ მოხერხდა. ერთ-ერთი ასეთი დავალება ცნობილ რუს პოეტს ვლადიმერ მაიაკოვსკის უკავშირდებოდა.

ექსტრასენსები თვალახვეული მიიყვანეს იმ ოთახში, სადაც მაიაკოვსკიმ თავი მოიკლა. მათი დავალება იყო გაეგოთ, თუ სად იმყოფებოდნენ და რა მოხდა ამ ოთახში. ერთ-ერთმა ექსტრასენსმა ელენა გალუნოვამ დავალების შესრულებისას ყველას გაოცება მოახერხა, როდესაც გაურკვეველ ენაზე სამი სიტყვა წარმოთქვა. თავიდან ვერც ე.წ. სკეპტიკოსები და ვერც დამკვირვებელი ვერ მიხვდნენ, რას ამბობდა ელენა. მან სიტყვები რამდენჯერმე გაიმეორა და საბოლოოდ დამკვირვებელმა ქართული ენა იცნო. ამის შემდეგ ექსტრასენსმა კვანძის გახსნა ადვილად მოახერხა.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს