პარლამენტის ყოფილი შენობის პრეზიდენტის აპარტამენტში სადომაზოხისტური ატრიბუტები ინახება

პარლამენტის ყოფილი შენობის პრეზიდენტის აპარტამენტში სადომაზოხისტური ატრიბუტები ინახება

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართულ-ფრანგული ფილმის - "ჯეკი ქალების სამეფოში" გადამღებ ჯგუფს პარლამენტის ყოფილ შენობაში საკუთარი აპარტამენტები დაუთმო. ამის შესახებ "ფეისბუქში" პარლამენტარი დავით ზურაბიშვილი წერს. მისი ინფორმაციით, ამჟამად პრეზიდენტის ოთახში, უზარმაზარი საწოლი დგას, იქვე მათრახი, ხელბორკილები და სხვადასხვა სადომაზოხისტური ატრიბუტიკა ჰკიდია, რომელიც ფილმის გადაღებებისთვის სჭირდებათ.

"საქართველოს, პარლამენტის შენობა რომაა თბილისში, ძველი მთავრობის სახლი. იქ ხომ მოსპეს და დაანგრიეს სხდომათა დარბაზი? თუმცა, იმ შენობაში კიდევ არის საპარტნიორო ფონდის ოფისი და ე. წ. პრეზიდენტის ფლიგელი, სადაც პრეზიდენტის აპარტამენტებია. ახლა რა ხდება იმ აპარტამენტებში? რა ხდება და პრეზიდენტის ოთახში, რომელიც ინტიმის მომგვრელ მუქ ფერებშია მოპირკეთებული, დგას უზარმაზარი საწოლი, კინოებში რომაა ხოლმე, ბალდახინივით გადახურული და იქვე ჰკიდია მათრახი, ხელბორკილები და სხვადასხვა სადო-მაზო შტუჩკები. ჰოდა სანამ განცვიფრებანარევი აღშფოთების ტალღა დაგივლის და გაიფიქრებ, აი თურმე რატომ უნდოდა ამ გათახსირებულს პარლამენტის ქუთაისში გადატანაო, მანამდე იგებ, რომ აქ მართლა კინოს იღებენ ფრანგები, რომელშიაც შარლოტა გინზბურგი ასრულებს სადისტი პრეზიდენტშას თუ რაღაც ეგეთის როლს და ამ საქმისთვის ჩვენს პრეზიდენტს დიდსულოვნად დაუთმია თავისი აპარტამენტები. :)",-წერს ზურაბიშვილი.

ამჟამად, საქართველოში ქართულ-ფრანგულ ფილმს -"ჯეკი ქალების სამეფოში" იღებენ. სურათში მთავარ როლს ბრიტანული წარმოშობის ცნობილი ფრანგი მსახიობი და მომღერალი შარლოტა გეინსბურგი ასრულებს.

ფილმის გადაღება პარიზსა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში არის დაგეგმილი. ამავე ფილმისთვის გადასაღები პავილიონები მომზადებულია საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობაშიც. პარლამენტის შენობაში ფილმის გადაღებების შესახებ ინფორმაცია ორი თვის წინ გავრცელდა.

სურათში მოქმედება 2340 წელს ხდება, როდესაც ქვეყანას ქალები მართავენ, ხოლო მამაკაცები დიასახლისები არიან.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს