მსოფლიოში ყველაზე ცხარე ბურგერი

მსოფლიოში ყველაზე ცხარე ბურგერი

მათ, ვისაც ბრისტოლის ერთ-ერთი რესტორნის საფირმო ბურგერის Atomic Fallout Pizza-ს გასინჯვა სურს, ჯერ სრულწლოვანების დამადასტურებელი საბუთის წარდგენა და პრეტენზიების არქონის დამადასტურებელ დოკუმენტზე ხელის მოწერა მოუწევთ. Atomic Fallout Pizza მსოფლიოში ყველაზე ცხარე ბურგერია.

ბურგერის მირთმევისას კლიენტებს დამცავი ხელთათმანის მორგება უწევთ, ვინაიდან ის სოუსთან ერთად მოაქვთ, ხოლო სოუსი ორი ყველაზე ცხარე ჩილისგან - სკოჩ ნონეტისა და ბჰუტ ჯოლოკიასგან მზადდება.

გარდა საოცარი სიცხარისა, ეს კერძი ერთ-ერთი ყველაზე კალორიულია. მასში 500 გრამი საქონლის ხორცი, ნახევარი კილოგრამი ყველი და ორი კარგად შემწვარი პიცის ცომი შედის.

ბურგერის ჭამისას უამრავი ადამიანი ცუდად ხდება. ყველა მათგანი ტირის, ხოლო მისი ბოლომდე მირთმევა მხოლოდ ერთეულებმა შეძლეს. თუ ბურგერს რეტორანში ბოლომდე შეჭამთ და ამასთან, სასწრაფო დახმარების გამოძახება არ დაგჭირდებათ, რესტორნის დიდების დაფაზე თქვენი სახელი სამუდამოდ დაიმკვიდრებს ადგილს. გარდა ამისა, გამარჯვებულს საჩუქრად მაისურსაც გადასცემენ, რომელზეც მსოფლიოში ყველაზე ცხარე ბურგერის ფოტოა დატანილი.

ამ ჯოჯოხეთურად ცხარე კერძის ფასი 40 აშშ დოლარია.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს