განტოლების ამოხსნა ადამიანს ფიზიკურ ტკივილს აყენებს

განტოლების ამოხსნა ადამიანს ფიზიკურ ტკივილს აყენებს

მათემატიკური განტოლების ამოხსნის პროცესს ადამიანისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენება შეუძლია. ამ დასკვნამდე ამერიკელი მეცნიერები მივიდნენ.

თითოეული ამოუხსნელი განტოლება ტვინის იმ ნაწილის გააქტიურებას იწვევს, რომელიც ტკივილის შეგრძნებაზეა პასუხისმგებელი. ფიზიკურ ტკივილს მათემატიკური დავალების ამოხსნისას, ინდივიდუალურად, სხეულის სხვადასხვა არეში განიცდიან. ცნობილია, რომ ტკივილის შიშის გამო ტვინი ნაკლებეფექტურად მუშაობს. სწორედ ამიტომ ირჩევენ ადამიანები ჰუმანიტარულ პროფესიებს.

როგორ გავზარდოთ ამ დროს სხეულის გამძლეობა ტკივილის მიმართ? ამ კითხვას პასუხი სინგაპურელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა გასცეს. მათი რეკომენდაციით, ადამიანს, რომელსაც სურს, რომ განტოლება უფრო ადვილად ამოხსნას, კუნთები დაჭიმული უნდა ჰქონდეს. ამიტომ მათემატიკური დავალებების შესრულებამდე მეცნიერები ფიზიკური სავარჯიშოების შესრულებას გვირჩევენ.

გარდა ამისა, ავსტრალიელმა მეცნიერებმა კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ადამიანი ყველაზე სწორ გადაწყვეტილებებს მწოლიარე მდგომარეობაში იღებს. კვლევაში 30 ადამიანი მონაწილეობადა. მათ ანაგრამების ამოხსნა სხვადასხვა პოზებში დაევალათ. მეცნიერები ამ ფენომენს იმით ხსნიან, რომ მწოლიარე პოზაში ტვინს მეტი ჟანგბადი და ჰორმონი მიეწოდება, რაც კონცენტრაციაზე დადებითად მოქმედებს.

მომზადებულია womanews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს