დაღუპული ბრიტანელი მედდის ოჯახი 500 000 დოლარს მიიღებს

დაღუპული ბრიტანელი მედდის ოჯახი 500 000 დოლარს მიიღებს

ავსტრალიური რადიოსადგური 2Day FM, რომლის წამყვანების ხუმრობამ კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონის მედდა, ფაქტობრივად, თვითმკვლელობამდე მიიყვანა, დაღუპულის ოჯახს კომპენსაციის სახით 500 000 დოლარს გადაუხდის.

ფულს ჟასინტა სალდანის მეუღლე და ორი შვილი მიიღებს. რადიოსადგურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაციას იმედი აქვს, ასეთი სახით დაღუპულის ოჯახს დაეხმარება. გარდა ამისა, 2Day FM-ის ხელმძღვანელობამ გადაცემის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

რადიოს ჟურნალისტებმა ლონდონის, მეფე ედუარდ VII სახელობის საავადმყოფოს მედდა ჟასინტა სალდანია დაარწმუნეს, რომ მას ბრიტანეთის დედოფალი და მისი მეუღლე ესაუბრებოდნენ. ჟასინტა სალდანიამ ზარი ქეით მიდლტონის პალატაში მორიგე მედდასთან გადართო. მედდამ კი ჟურნალისტებს ქეითის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ავსტრალიელი წამყვანების ხუმრობა იყო.

46 წლის, ორი შვილის დედა, ჟასინტა სალდანი, სახუმარო ზარიდან სამი დღის შემდეგ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ვერსიით, მან თავი მოიკლა. იგი საკუთარ თავს საიდუმლო ინფორმაციის გაცემაში ადანაშაულებდა.

მომზადებულია ABC News-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს