სირიელები ქალიშვილებს მდიდარ არაბებზე ყიდიან

სირიელები ქალიშვილებს მდიდარ არაბებზე ყიდიან

ღარიბი სირიული ოჯახები, რომლებმაც საარსებო საშუალება და სახლ-კარი დაკარგეს, თავიანთ ქალიშვილებს მოკრძალებულ ფასად - 1-2 ათას ევროდ ყიდიან მდიდარ არაბებზე.

მათ "იაფ პატარძლებს" უწოდებენ. ამ გოგონების პოვნაც იოლია და წაყვანაც. ოჯახები ყველაფრისთვის მზად არიან, ოღონდაც ცოტათი მაინც გაიუმჯობესონ სიტუაცია, რომელშიც აღმოჩნდნენ საზღვარზე მდებარე სირიელ ლტოლვილთა ბანაკებში. ბევრმა ამანელმა ტაქსისტმა პატარძლების ბიზნესი ნამდვილ "საწარმოდ" აქცია. ისინი აეროპორტში ან ხუთვარსკვლავიან სასტუმროებთან ელოდებიან მდიდარ არაბებს და სპარსეთის ყურის სხვა მცხოვრებლებს. სირიელი ქალები საკმაოდ დიდი წარმატებით სარგებლობენ არაბულ სამყაროში. მათ ღია ფერის კანი აქვთ, დიდი თვალები, მაღლები არიან. თანაც, ძალიან დაბალი ფასი აქვთ - 15-16 წლის გოგონების ფასი 1-2 ათასი ევროა. ეს თანხა კი არაფერია მდიდარი მეწარმეებისთვის. ისინი მეტის გადახდას არიან მიჩვეულნი, მაგალითად, ერთ ღამეში უკრაინელი მეძავების კომპანიაში, დუბაის სასტუმროში, ორჯერ მეტს იხდიან.

პატარძლების ბიზნესი სულ უფრო ფართოვდება. ზოგიერთი მონაცემით, ამას ადგილობრივი ჰუმანიტარული ორგანიზაციებიც უწყობენ ხელს. ბევრი იმასაც კი ამბობს, რომ ეს ექსპლუატაცია კი არა, დიდსულოვნებაა, რადგან აღნიშნული თანხა ღატაკი ოჯახებისთვის დიდი ფულია.

CORRIERE DELLA SERA

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს