ბრიტანელმა მამაკაცმა ცხოველების სოციალური ქსელი შექმნა

ბრიტანელმა მამაკაცმა ცხოველების სოციალური ქსელი შექმნა

54 წლის მარტინ ბოუენმა იმდენად განიცადა ოთხფეხა მეგობრის, ლაბრადორ ბენის სიკვდილი, რომ გადაწყვიტა, ეს ცუდი ამბავი მთელი მსოფლიოსთვის შეეტყობინებინა. სწორედ მაშინ გაუჩნდა მრტინს იდეა, რომ საიტი A4Animals.com-ი შეექმნა. ამ სოციალურ ქსელში მხოლოდ ცხოველების მოყვარული ადამიანები რეგისტრირდებიან. მომხმარებლები ერთმანეთს უზიარებენ შინაური ცხოველების ფოტოებს, აძლევენ რჩევებს და ცხოველების დასახმარებლად სხვადასხვა ღონისძიებებს გეგმავენ. ამ თემატიკის სოციალური ქსელი მსოფლიოში პირველია და მას ანალოგი არ აქვს.

საიტი დაახლოებით ერთი თვის წინ ამუშავდა, თუმცა უკვე უამრავი მომხმარებელი ჰყავს. A4Animals.com-ის მიზანია, რომ ”ფეიბუქის” ანალოგი გახდეს. ამჯერად საიტის დიზაინი სოციალური ქსელის სტანდარტებისგან განსხვავდება და უფრო პრიალა ჟურნალის ვებ-გვერდს ჰგავს.

”A4Animals.com-ს გააჩნია იმის პოტენციალი, რომ ცხოველებისთვის განკუთვნილ სრულფასოვან სოც-ქსელად იქცეს. იდეა ბენის გარდაცვალების შემდეგ გამიჩნდა. სასოწარკვეთილი ვიყავი და მინდოდა, რომ როგორმე დამევიწყებინა ეს შემთხვევა. ნუგეშად სწორედ ეს საიტი მომევლინა. მაშინ დამებადა მისი შექმნის იდეა. ყოველ მომხმარებელს შეუძლია მისი ოთხფეხა მეგობრის ფოტოს ატვირთვა და სხვებისთვის გაზიარება. მომხმარებლები ერთმანეთს რჩევებს აძლევენ, რომ ცხოველებთან ურთიერთობა გაამარტივონ”, - განაცხადა ბოუენმა.

მომზადებულუა drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს