აკაკი წერეთლის პირადი ნივთები დამთვალიერებლის წინაშე ვერ გამოაქვთ

აკაკი წერეთლის პირადი ნივთები დამთვალიერებლის წინაშე ვერ გამოაქვთ

საჩხერის რაიონში, სოფელ სხვიტორში აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი გაძარცვულია. გატანილია, ძირითადად, ის ნივთები, რომელსაც მძარცველების თვალში მატერიალური ფასეულობა ჰქონდა, თუმცა უნიკალური წიგნები, საყოფაცხოვრებო ნივთები და აკაკის პირადი ნივთები შემორჩენილია. დროდადრო ამ ექსპონატებს რესტავრაციაც უტარდებოდათ, მაგრამ სამუზეუმო ნივთები მაინც შეუფერებელ პირობებში აწყვია.

7 000 ექსპონატი, მათ შორის - როიალიც დამთვალიერებლებისათვის მიუწვდომელია, რადგან დარბაზებში მათი გამოფენა ვერ ხერხდება. ექსპონატთა სიმრავლეს წერეთლების სასახლე ვერ იტევს.

გაზეთ "პოსტკრიპტუმის" ინფორმაციით, მდინარე ჩიხურას ნაპირზე ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით დაუსრულებელი დარჩა ახალი შენობა, სადაც ექსპონატების შენახვა და გამოფენა იყო გათვალისწინებული. ახალ სამუზეუმო სივრცეში ძალიან ბევრი ნივთი სათანადო პირობებში აღმოჩნდებოდა და რესტავრაციაც აღარ დასჭირდებოდა.

"სამწუხაროდ, ჩვენ არ გაგვაჩნია შენობის დასრულების შესაძლებლობა. მართალია, ტურისტული თვალსაზრისით, ეს ძალიან საჭიროა, მაგრამ, კურორტ კვერეთის მსგავსად, ჯერ ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ", - აცხადებს საჩხერის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე, ინგა ზაბახიძე.

სრული ვერსია

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა