ჰარი პოტერის მე-9 ფილმს საიდუმლოდ იღებენ

ჰარი პოტერის მე-9 ფილმს საიდუმლოდ იღებენ

ჰარი პორტერის ისტორია გრძელდება. ჯადოქარ ბიჭზე რიგით მეცხრე ფილმს იღებენ, თუმცა გადაღებები გასაიდუმლოებულია. თაყვანისმცემლები ახალი სურათის ნახვას ჰარი პოტერის თემაზე შექმნილ პარკში - "ჰარი პოტერის ჯადოსნურ სამყაროში" შეძლებენ.

დღემდე ფილმის მერვე ნაწილი "ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები 2" ჯოან როულინგის წიგნების სერიის მიხედვით გადაიღეს და ის ისტორიის დასკვნით ნაწილად მიიჩნეოდა.

უკვე ცნობილია, რომ მეცხრე ფილმში მონაწილეობას მიიღებს ჰელენა ბონემ კარტერი - მსახიობი, რომელმაც წიგნის ერთ-ერთი პერსონაჟი, ბელატრისა ლესტრენჯი განასახიერა. გადაღებები ჰარტფორდშირში მიმდინარეობს. 46 წლის ჰელენა კვლავ ბელატრისას განასახიერებს.

"სამსახიობო კოლექტივი ძალიან მოხარულია, რომ კვლავ იკრიბება ახალი ფილმის გადაღებებზე. წლების განმავლობაში დამეგობრდნენ და ახლა ბედნიერები არიან, რომ კვლავ მიეცათ ერთად თამაშის საშუალება", - აცხადებს გადამღები ჯგუფის ერთ-ერთი წევრი. 

ახალი "მინი-ფილმის" ჩვენება ფლორიდაში, პარკში "ჰარი პოტერის ჯადოსნური სამყარო" გაიმართება. ამ თემაზე შექმნილი კიდევ ერთი პარკი კალიფორნიაში შენდება. ის 2014 წელს გაიხსნება. მესამე კი იაპონიაში, 2016 წელს აშენდება.

"ჰარი პოტერის" 8 ფილმმა, 10 წლის განმავლობაში 8 მილიარდ დოლარზე მეტი მოგება მოიტანა. წყაროს თქმით, ახალი ფილმი არ იქნება სრულმეტრაჟიანი, თუმცა გადაღებები უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს.

მომზადებულია hollywoodreporter.com-ის მიხედვით.

"რატომღაც თავს დამესხნენ... იმედგაცრუებული დავრჩი ქართველი ჟურნალისტების საქციელით" - რას წერს მსახიობი, რომელმაც House of Gucci-ში ეპიზოდური როლი შეასრულა

"თბილისში არ დარჩენილა არც ერთი თეატრის სცენა, სადაც ჩვენ არ გვითამაშია" - გაიცანით, სოხუმის თეატრის მსახიობი, რომელიც ხელოვნების საოცარ ნიმუშებს ქმნის

ამერიკულ პრემიერამდე ერთი თვით ადრე "ფორსაჟი 9"-ის პრემიერა თბილისის კინოთეატრებში გაიმართება - ფილმის ნახვა დღეიდანაა შესაძლებელი