"არჩევნები დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ, ქართველო ჟურნალისტებო!"

"არჩევნები დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ, ქართველო ჟურნალისტებო!"

"არჩევნები დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ, ქართველო ჟურნალისტებო!", - წერს "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე მერაბ მეტრეველი. ჟურნალისტი ბოლო დროს ქართულ მედიაში მომხდარ ცვლილებებს ეხმაურება:

"'რუსთავზე'' ჟურნალისტები ხელფასის შემცირების გამო გაიფიცნენო, ''პირველ არხზე'' შემცირებები დაიწყოო, "მე-9 არხზე'' რაც მოხდა, კი იცით, ''მაესტრომ'' რამდენიმე გადაცემა გააჩერა... "არჩევნები დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ, ქართველო ჟურნალისტებო!", - წერს მეტრეველი.

ჟურნალისტის პოსტს აქტიური გამოხმაურება მოყვა:

"და მგონი არა მარტო ჟურნალისტებოოოო..."

"სამაგიეროდ აქუ უკვდავია და ცხოვრება მშვენიერია"

"პიკი" რომ აღარ მაუწყებლობს საერთოდ?"

"ინფო 9" დაიხურა, ესეც ჩამონათვალისთვის..."

"მოკლედ გადავედით ინტერნეტზე"

"ნუ ღელავთ, პატივცემულო ჟურნალისტებო, მთავარია გაგებით მოეკიდოთ"

10 დეკემბერს "მაესტრომ" გადაცემა "კვირის აზრების" ჩვენება შეაჩერა, სადაც მერაბ მეტრეველი წამყვანად მუშაობდა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს