აივანი გამოძახებით

აივანი გამოძახებით

თუ თქვენს ბინას აივანი არ აქვს, გამოსავალს ფრანგი მხატვარი და დიზაინერი, ჟულიენ ბარტე გთავაზობთ. სწორედ მას ეკუთვნის პროექტი "აივანი გამოძახებით".

სერვისს Balcon Additionel ქვია, რაც ქართულად "დამატებით აივანს" ნიშნავს. გამოძახების შემდეგ ამწეს დახმარებით თქვენს სახლთან პატარა აივანს მოიტანენ და კედელზე დაამონტაჟებენ.

პორტარტული აივნის ეს პროტოტიპი პლასტიკური პოლიმერისგან მზადდება, იღებება და ნებისმიერ კედელზე ამწეს მეშვეობით მაგრდება.

რა თქმა უნდა, ასეთი კონსტრუქცია აივნის მაგივრობას სამუდამოდ ვერ გასწევს. ის მხოლოდ რამდენიმე საათით შეგიძლიათ გამოიძახოთ. კონსტრუქცია იაფფასიანი, ნაკლებად გამძლე მასალისგან მზადდება, ამიტომ მასზე მხოლოდ ერთი ადამიანი დაიშვება.

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს