რას ეძებდნენ ადამიანები 2012 წელს ყველაზე ხშირად Google-ში

რას ეძებდნენ ადამიანები 2012 წელს ყველაზე ხშირად Google-ში

ამერიკულმა კომპანია Google-მა 2012 წლის შეჯამება ტრადიციულად, ყველაზე პოპულარული ისტორიების სიის გამოქვეყნებით დაიწყო. კომპანიამ, პროექტ Zeitgeist-ის (რაც ქართულად ”დროის სულს” ნიშნავს) ფარგლებში იმ მოვლენათა სია გამოაქვეყნა, რომელსაც ინტერნეტ-მომხმარებლები 2012 წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად ”გუგლავდნენ”.

კორპორაციის შიდა სტატისტიკის მიხედვით, 2012 წელს Google-ის საძიებო სისტემის მომხმარებლებმა, 1.2 ტრილიონი საძიებო ოპერაცია, მსოფლიოს 146 ენაზე ჩაატარეს. კომპანიამ ანალიზი 55 ქვეყნის მონაცემს გაუკეთა. შედეგების ხილვა ყველა მსურველს Zeitgeist-ის საიტზე შეუძლია. საიტზე განთავსებული შედეგები შესაბამის კატეგორიებშია მოთავსებული.

აღმოჩდა, ყველაზე ხშირად ინტერნეტ-მომხმარებლები მომღერალ უიტნი ჰიუსტონის ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ეძებდნენ. საძიებო ოპერაციები ამ თემასთან დაკავშირებით, მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში ყველაზე რეიტინგული იყო. გარდა ამისა, ჰიუსტონის გარდაცვალება საიტის ერთდროულად სამ გლობალურ კატეგორიაში : ”ძიება”, ”ადამიანები” და ”მსახიობები” მოხვდა.

მეორე ადგილი გლობალურ რეიტინგში PSY Gangam Style-მა დაიკავა. გარდა Google-ის რეიტინგისა, კორეელმა რეპერმა და მისმა სიმღერამ YouTube-ის რეკორდი მოხსნეს. Gangam Style ვიდეოჰოსტინგის ისტორიაში ყველაზე პოპულარული ვიდეორგოლი გახდა. როგორც აღმოჩნდა, საზოგადოებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ბრიტანული ჯგუფი One Direction, რომელიც ხუთი ახალგაზრდა ბიჭისგან შედგება. ლიდერთა სამეული ქარიშხალმა სენდიმ დაასრულა.

ღონისძიებათა კატეგორიაში პირველი ორი ადგილი ლონდონის ოლიმპიადას და ევრო-2012-ს დაეთმო. მესამე ადგილი ”ევროვიზიას” ერგო.

2012 წლის ყველაზე ღირსშესანიშნავ მოვლენებში მოხვდა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები, რომნისა და ობამას დებატები და ფელიქს ბაუმგარტნერის ნახტომი კოსმოსიდან.

იხილეთ ვიდეო: რას ეძებდნენ ადამიანები 2012 წელს - ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა თუ ადამიანი, რომელიც 2012 წელს "დაიგუგლა"

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს