საგადასახადო დავალიანებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაცია კიდევ 1 წელი იქნება შესაძლებელი

საგადასახადო დავალიანებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაცია კიდევ 1 წელი იქნება შესაძლებელი

საგადასახადო დავალიანებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაცია, ჩამოწერა თუ პატიება კიდევ 1 წელი იქნება შესაძლებელი. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, "საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ" საქართველოს კანონში შედის და ეს საკითხი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა უკვე განიხილა.

"საგადასახადო დავალიანებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის, ჩამოწერის თუ პატიების საკითხი მუდმივად აქტუალურია, ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, მეწარმეებს მიეცეთ უფლება, არა მხოლოდ 2013 წლის პირველ იანვრამდე, არამედ ნებისმიერ დროს მიმართონ ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი განაცხადით",- აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

დღეს მოქმედი კანონით, საგადასახადო ან სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაცია, ასევე, სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარება და ჩამოწერა, პატიება, მესამე პირისათვის გადაკისრება, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისთვის გარკვეული დისკონტით დათმობა, მხოლოდ იმ საწარმოების მიმართ ხორციელდება, რომელთაც ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი წერილობითი მიმართვა 2013 წლის პირველ იანვრამდე წარუდგინეს.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ