რუსეთში ქალი კატებს აქირავებს

რუსეთში ქალი კატებს აქირავებს

კრასნოიარში მცხოვრები ქალი კატებს აქირავებს. უსახლკარო ცხოველების დახმარების ორგანიზაციის წევრ ალენა ტენეროვას თქმით, კატების გაქირავების შესახებ განცხადება თავად განათავსა ფორუმებზე.

კატის გამოძახება 2 საათის განმავლობაში კლიენტებს 300 რუსული რუბლი დაუჯდებათ. ალენას შინაური ცხოველი ადგილზე თავად მიჰყავს. სულ ტენეროვას 8 კატა ჰყავს, თუმცა უცხო უცხო ადამიანებთან კონტაქტისთვის მხოლოდ 2 მათგანია მზად.

თავად ალენა აცხადებს, რომ პროექტს კონკრეტული მიზანი აქვს. იმ დროის განმავლობაში, რაც კატა კლიენტთან იქნება, ადამიანი გადაწყვეტს, აქვს თუ არა სურვილი და შესაძლებლობა, რომ უსახლკარო ცხოველი შეიფაროს.

ბიზნესიდან შემოსულ თანხას იდეის ავტორი ქუჩის კატების გამოკვებას მოახმარს.

ანალოგიური სერვისი 2011 წელს სანკტ-პეტერბურგშიც გაჩნდა. კლიენტები ქირაობდნენ კატას, რომელიც რუსული ტრადიციის მიხედვით, ახლად შეძენილ ბინაში პირველი უნდა შევიდეს.

მომზადებულია newsbang.net-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს