94 წლის იაპონელმა მამაკაცმა პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა

94 წლის იაპონელმა მამაკაცმა პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა

94 წლის იოკიჩი კაუშიმამ პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა. იოკიჩიმ, იაპონიის პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, საკუთარი კანდიდატურა ცესკოში კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვამდე სამი საათით ადრე წარადგინა.

კანდიდატის საარჩევნო შტაბში მისი ოჯახის წევრები შედიან. საარჩევნო კამპანიას იაპონიის უხუცესი პოლიტიკოსი საკუთარი დაკრძალვისთვის შენახული 3 მლნ იენით დააფინანსებს.

"ეს იდეა მაშინ გამიჩნდა, როდესაც ტელევიზიით პარტიებს შორის დებატებს ვუყურე. უბრალოდ, ვერ გავიგე, როგორ გახდნენ ასეთი არაორგანიზებულები. რეალობას ვერ აკონტროლებენ", - განაცხადა იოკიჩი კაუშიმამ.

კაუშიმას თქმით, ის იმედოვნებს, რომ ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატაში მანდატს მიიღებს და ამით ისტორიაში შევა.

იხილეთ ვიდეო: 94 წლის იაპონელმა მამაკაცმა პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს