წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში ხმაურია. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, დილიდან საკრებულოს შენობის წინ საპროტესტო აქციას მართავდნენ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები და აქტივისტები, რომლებიც საკრებულოს თავმჯდომარის დავით მაჩიტიძის გადადგომას მოითხოვდნენ.
14:00 საათზე დაგეგმილია საკრებულოს სხდომა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, აქვთ ინფორმაცია, რომ სხდომაზე ახალი გამგებლის არჩევა უნდა მომხდარიყო. ისინი მოითხოვენ, რომ წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელიც და საკრებულოს თავმჯდომარეც ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებით იყოს არჩეული.
მოგვიანებით, აქციის მონაწილეები საკრებულოს შენობაში შეიჭრნენ. ამ დროისთვის აქციის რამდენიმე მონაწილე შენობაში, კერძოდ საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში იმყოფება.