ხელქვეითები ხმის დაბალი ტემბრის მქონე უფროსს უფრო ემორჩილებიან

ხელქვეითები ხმის დაბალი ტემბრის მქონე უფროსს უფრო ემორჩილებიან

ხელქვეითები ხმის დაბალ ტემბრიან უფროს უფრო ემორჩილებიან, დაადგინეს ამერიკელმა მეცნიერებმა.

დიუკის და მაიამის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გადაწყვიტეს დაედგინათ, თუ როგორი გავლენა აქვს ხმის ტემბრს ადამიანებზე, რომლებიც, მაგალითად, პედაგოგიური საბჭოს თავჯდომარის ან მშობელთა ასოციაციის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებენ.

მკვლევარებმა პირობითი არჩევნები ჩაატარეს. მონაწილეებს სთხოვეს მოესმინათ ფრაზის - "მოგიწოდებთ, ნოემბერში ხმა მომცეთ" - ორი ვერსია, რომლებიც ერთმანეთისგან მხოლოდ ხმის ტემბრით განსხვავედებოდა. შედეგად, ქალებმა და მამაკაცებმა უპირატესობა მიანიჭეს ქალ კანდიდატს, რომელსაც უხეში, თითქმის მამაკაცური ხმა ჰქონდა. მამაკაცის ხმის მოსმენისას მამაკაცები ხმის დაბალი ტემბრის მქონე მამაკაცს აძლევდნენ ხმას, ქალები კი მამაკაცის ხმებს შორის განსხვავებას არ აკეთებდნენ.

ავტორები ვარაუდობენ, რომ ლიდერობაზე ჩვენი წარმოდგენა სოციალურ კონტექსტზე დამოკიდებული არაა.

"ხშირად ყურადღებას არ ვაქცევთ, თუ როგორ გავლენას ახდენს ჩვენი ბუნება ჩვენს გადაწყვეტილებებზე. ამ კვლევის შედეგები აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ხმის ტემბრს, ფიზიოლოგიურ დახასიათებას ლიდრის არჩევაზე გავლენა მოახდინოს",- ამბობენ ავტორები.

რამდენიმე წლის წინ ამერიკელმა და კანადელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხმის დაბალ ტემბრიან  მამაკაცებს მეტი შვილი ჰყავთ.

მომზადებულია PLOS ONE-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს