დავით ზურაბიშვილი - რა მოხდება მიშა და მისი დიდი გუნდი მოძმე უკრაინას ვაჩუქოთ?

დავით ზურაბიშვილი - რა მოხდება მიშა და მისი დიდი გუნდი მოძმე უკრაინას ვაჩუქოთ?

კიევის აეროპორტში მყოფი და თბილისის რეისის მომლოდინე განათლების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი "ბორისპოლის" აეროპორტში მოქმედ წესებს უჩივის და ინიციატივით გამოდის, მიხელ სააკაშვილი და მისი გუნდი უკრაინას აჩუქოს. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.

"ახლა როცა ამ სტატუსს ვწერ, შუაღამე არ იწვის და არ დნება, სამაგიეროდ ვზივარ კიევის აეროპორტში, ბორისპოლში, სადაც ცხრა საათი უნდა ვიყურყუტო თბილისის რეისის მილოდინში, რადგან ქალაქში არ მიშვებენ. არა, მარტო მე კი არა, საერთოდ არავის არ უშვებენ, წესია ასეთი, არ შეიძლებაო. იქნებ ფრენა გადავიფიქრე და ა.შ. არგუმენტები არ ჭრის, უკვე ვცადე. არადა ხომ ვიცი, ოცი ევრო რომ ჩაუკუჭო ჯიბეში, ვინც არ გიშვებს, ის გაგიყვანს ოცდაათი ცხენოსნის თანხლებით... გარდა ამისა, სასტიკად მშია და აქ არაფერი არ იყიდება დიუთი ფრის შოკოლადებისა და პომიდორ-მაიონეზიანი სენდვიჩების გარდა. პირველი არ მინდა, მეორე არ მიყვარს და ვარ ასე... ჰოდა რა მინდა ვთქვა: ეს კოჰაბიტაციაა თუ რაღაც დოზანა, მაინც ჭრიჭინებს და რა მოხდება მიშა და მისი დიდი გუნდი მოძმე უკრაინას ვაჩუქოთ? თან დასჯის მიზნით და თან აეროპორტს ხომ ნაღდად გააკეთებენ? მერე კი იძახებს მსოფლიოში საუკეთესოაო, მაგრამ ზონად მაინც არ გადააქცევს მოსაცდელს... მანამდე კი მაინც დამაბრუნეს წარსულში ამ დამპლებმა! ეჰ...",-წერს ზურაბიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს