კახეთში რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყდა

კახეთში რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყდა

თოვლის გამო კახეთში რამდენიმე სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. შესაბამისი სამსახურები რეგიონში ძირითადად მხოლოდ ცენტრალურ გზას წმენდენ. ტრანსპორტის მოძრაობა შეუძლებელია გურჯაანის რაიონის სოფელ ჭერემში მიმავალ გზაზე, ასევე სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედთან დამაკავშირებელ გზაზე და ახმეტის რაიონში, ილტოს ხეობის სოფლებში.

ავტომანქანები მოძრაობას ვერ ახერხებენ დედოფლისწყაროს რაიონში, სოფლებთან სამთაწყაროსთან, ფიროსმანთან და საბათლოსთან დამაკავშირებელ გზაზე. პრობლემებია საგარეჯოს რაიონში, დავით გარეჯას სამონასტრო კომპლექსისკენ მიმავალ გზაზეც.

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელის, ბექა ბაიდაურის განცხადებით, ლიპყინულის გამო ავტომანქანებს მოძრაობა უჭირთ პანკისის ხეობაში მიმავალ გზაზეც.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა