სილვიო ბერლუსკონი დაინიშნა

სილვიო ბერლუსკონი დაინიშნა

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, 76 წლის სილვიო ბერლუსკონი ახალ საყვარელზე, 27 წლის ფრანჩესკა პასკალზე დაინიშნა. სილვიომ ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა, რომ ფრანჩესკა მისი საცოლეა. წყვილი ერთმანეთს რამდენიმე თვეა ხვდება.

"ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობა 49 წელია. ის ძალიან ლამაზი გოგონაა როგორც გარეგნულად, ისე ბუნებით. ფრანჩესკა ჩემთან ძალიან ახლოსაა - მას ვუყვარვარ. ჩემი ქალიშვილი მარინა და ფრანჩესკა მეგობრობენ", - განაცხადა სილვიომ.

ბერლუსკონი ოფიციალურად ორჯერ იყო დაქორწინებული. მას 5 შვილი ჰყავს.

წლების განმავლობაში სილვიოს სახელი პროსტიტუციასთან და სექსთან ასოცირდებოდა. მისი საყვარლების სია მოდელების, მსახიობებისა და შოუბიზნესში მოღვაწე ახალგაზრდა ქალებისგან შედგება.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს