აივნებზე გაშენებული ბაღები

აივნებზე გაშენებული ბაღები

იაპონიის ქალაქ ოსაკაში მდებარე უზარმაზარი სავაჭრო კომპლექსის აივნებზე ბაღებია გაშენებული. კომპლექსი 30 სართულიანი საოფისე კოშკისგან და 120 ჯიხურიანი სავაჭრო მოლისგან შედგება.

ყველა ოთახის აივანი მწვანეა - ბაღებს ადგილობრივები დიდი სიყვარულით უვლიან. აივანზე გაშენებულ ბაღებთან ერთად მწკრივად გაწყობილი ბუჩქებიც შეგხვდებათ, რომელიც ეზოში კიბეებს მიუყვება. შენობებს შორის მწვანე სივრცე დადებით განწყობას ქმნის.

როგორც პროექტის ორგანიზატორები ამბობენ, თანამედროვე ეპოქაში დასაქმებულ საზოგადოებას იმის ფუფუნება არ აქვს, რომ ქალაქგარეთ ხშირად გავიდეს და ჯანსაღი ჰაერი ისუნთქოს, შესაბამისად კომპლექსში მისულ ადამიანებს გამწვანებულ "ველებს" სთავაზობენ.

მომზადებულია amusingplanet.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს