ირაკლი ღარიბაშვილის მამა სოფლის გამგებლის თანამდებობაზე დააბრუნეს

ირაკლი ღარიბაშვილის მამა სოფლის გამგებლის თანამდებობაზე დააბრუნეს

შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მამა, ტარიელ ღარიბაშვილი სოფლის გამგებლის თანამდებობაზე დააბრუნეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ტარიელ ღარიბაშვილმა განუცხადა, სამსახურში დაბრუნების შესახებ განცხადებით მუნიციპალიტეტის ახალ გამგებელს დეკემბრის დასაწყისში მიმართა.

ტარიელ ღარიბაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წითელწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თანამდებობიდან წინასაარჩევნოდ გაათავისუფლეს. მას სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა მუნიციპალიტეტის მაშინდელმა გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა მოსთხოვა იმ მიზეზით, რომ მისი შვილი ოპოზიციური კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი იყო.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა