ორი დაკავებული მოჯაჰედიდან ერთი გაიქცა

ორი დაკავებული მოჯაჰედიდან ერთი გაიქცა

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული დაღესტნელი მოჯაჰედებიდან ერთ-ერთი გაიქცა. შს სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, 2 დაღესტნელი მოჯაჰედი, 23 წლის მაგამედ მაგამედოვი და 26 წლის მიქაილ ქადოევი დააკავეს.  კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ქადოევი მაშინ გაუჩინარდა, როცა ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლებს ის თბილისში გადაჰყავდათ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, მაგამედოვი და ქადოევი დაღესტნიდან საქართველოში 2012 წლის მაისში, საქართველო-რუსეთის საზღვრის ლაფანყურის მონაკვეთის გავლით შემოვიდნენ. 6 თვის განმავლობაში მაგამედოვი პანკისის ხეობაში ცხოვრობდა, ქადოევს კი თბილისში, ერთოთახიანი ბინა ჰქონდა ნაქირავები.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა