გარემოს დაცვის სამინისტრომ დეპუტატებს ნაძვები აჩუქა

გარემოს დაცვის სამინისტრომ დეპუტატებს ნაძვები აჩუქა

დღეს ქუთაისის პარლამენტში მისულ დეპუტატებს, სხდომათა დარბაზში საჩუქრები დახვდათ. გარემოს დაცვის სამინისტრომ ყველა დეპუტატს ქოთანში ჩარგული ვერცხლისფერი ნაძვები და მათი მოვლის წესები უსახსოვრა.

სურათები "ფეისბუქზე" გვერდმა "პარლამენტი Online " გაავრცელა. ფოტოებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა. მომხმარებლებმა გარემოს დაცვის სამინისტროს საჩუქრები მოიწონეს.

"ერთი წლის მერე გადაამოწმონ, და ვისი ნაძვიც ჩამომხმარი იქნება, დაატოვებინონ მანდატი. ნაძვის ვერმომვლელი ქვეყანასაც ვერ მიხედავს" - დაწერა ხუმრობით "ფეისბუქის" ერთ-ერთმა მომხმარებელმა.

ფოტოებზე კომენტარი გააკეთა გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა, დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ.

"ლოგო დაუტოვებიათ, დევიზი შეუცვლიათ. ძველი დევიზი იყო "გო'ნივრულად გა'რემოსთან", პირველი მარცვლებით გოგა გამოდიოდა და ალბათ იმიტომ", - ასეთი კომენტარი დაურთო ხაჩიძემ ფოტოს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს