”ტრანსსექსუალი” მიშელ ობამა

”ტრანსსექსუალი” მიშელ ობამა

შავკანიანი ტრანსსექსუალი მოდელი კონი ფლემინგი სკანდალური ესპანური გამოცემა Candy Magazine-ის გარეკანზე აშშ-ის პირველ ლედის მიშელ ობამას განასახიერებს.

შავკანიანი ნიუ-იორკელი მოდელი პირველი ლედის სტილში შემოსეს და გრიმიც სათანადოდ შეურჩიეს. ერთ-ერთ ფოტოზე "მიშელი" ბიბლიაზე ფიცის დადების დროს არის გამოსახული, მეორეზე კი - აშშ-ის მინიატურული დროშით ხელში. ფოტოების ქვეშ ასეთი მინაწერია: "კანდიდატი".

ჟურნალის რედაქტორმა ლუის ვენეგასმა განმარტა, რომ მისი შთაგონების წყაროდ შავკანიანი ქალი იქცა, რომელიც ერთ დღეს, შესაძლოა, აშშ-ის მომდევნო პრეზიდენტი გახდეს.

"ჩემი შთაგონების წყარო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იყო, როდესაც პირველად ისტორიაში სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე ერთმანეთს მეტოქეობას უწევდნენ აფროამერიკელი ბარაკ ობამა და ქალი პოლიტიკოსი ჰილარი კლინტონი. მაშინ გავიფიქრე, ხომ შეიძლება ერთ დღესაც აშშ-ის პრეზიდენტი შავკანიანი ტრანსექსუალი გახდეს-მეთქი", - განაცხადა ჟურნალის რედაქტორმა.

თავად მიშელ ობამას რეაქცია Candy Magazine-ის ახალ ნომერთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია.

მომზადებულია Candy Magazine-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს