გურჯაანის მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემისა და სოფელ ჯიმითის მოსახლეობა უცხოელებზე გაყიდული მიწების შესახებ საბოლო პასუხს ელის. ეკონომიკის სამინიტროში აღნიშნული პრობლემების შესახებ კონკრეტული კომენტარისგან ამ დრომდე თავს იკავებენ. გლეხები კი პასუხის მოლოდინში სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებს ვერ ამუშავებენ.
წინასაარჩევნოდ მიწების გადასაფორმებლად მისულ რამდენიმე ჯიმითელს კერძო საკუთრებაში არსებული ნაკვეთები გასხვისებული დახვდა. როგორც მათ განუმარტეს, მიწა ირანელ ინვესტორს ეკუთვნოდა და ე.წ. "წითელ ზოლში" იყო მოქცეული. აღნიშნულთან დაკავშირებით, ისინი ჯიმითის ტერიტორიული ორგანოს ყოფილ რწმუნებულს ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ირანელებს მიწები სწორედ მისი ჩარევით გადაუფორმეს.