აშშ-ის შტატ ორეგონში მცხოვრები 82 წლის მამაკაცი სენდი მაკკულოჩი მეოთხედ დაქორწინებას აპირებს. სენდის კისერზე სპეციალური აბრა ჰკიდია, რომელზეც წერია "ვეძებ ცოლს". მამაკაცს აბრა ყელზე ჩამოკიდებული დააქვს.
"მამაკაცების დიდი ნაწილი დაქორწინების შესახებ განცხადებას ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებს, ზოგიერთი სოციალურ ქსელში ეძებს, თანაც ძირითადად 20-25 წლის ასაკში, მაგრამ მე განსაკუთრებული ხერხი მაქვს - აბრის წყალობით ნებისმიერი ქალი მიხვდება, რომ ცოლს ვეძებ. თანაც ხომ შეიძლება ქუჩაში მოსეირნე ქალბატონს მოვეწონო, რომ არა აბრა, როგორ მიხვდება, რომ 82 წლის კაცი უცოლო ვარ?", - ამბობს სენდი.
მისი თქმით, უკვე გააცნობიერა ქორწინების ხიბლი და შეცდომებს აღარ დაუშვებს. ქალბატონი, რომელიც 82 წლის მამაკაცის ცოლი გახდება, უნდა იყოს 60 წელს გადაცილებული, ჰქონდეს იუმორის გრძნობა და უყვარდეს წიგნები.
მომზადებულია onenewspage.co.uk-ის მიხედვით.