როგორც უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე "ფეისბუქზე", საკუთარ გვერდზე წერს, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია და "რუსთავი-2-ის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დააკავეს.
"როგორც გავიგე, კახა დამენია და ნიკა გვარამია დააკავეს", - წერს ხაჩიძე.
"რუსთავი-2-ის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დილიდან დაკითხვაზე იმყოფებიან.
ნიკა გვარამიას დაკავებას საკუთარ გვერდზე "ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილიც გამოეხმაურა:
"გილოცავთ. საქართველოს ახალმა მთავრობამ მთავარი ოპოზიციური ტელეარხის დირექტორი დაიჭირა", - წერს ჩერგოლეიშვილი.

