ეჭვიანმა ცოლმა ქმარი ტერორიზმის ბრალდებით დააჭერინა

ეჭვიანმა ცოლმა ქმარი ტერორიზმის ბრალდებით დააჭერინა

ნიუ-ჯერსის მკვიდრმა, 50 წლის იუნის უკაგბუმ პოლიციაში დარეკა და განაცხადა, რომ მისი ბიზნესმენი ქმარი ოკიზა უკაგბუ სამგზარო ლაინერის აფეთქებას აპირებდა. რამდენიმე საათში მამაკაცი ნიუ-არკის აეროპორტში დააკავეს.

დაკითხვის შედეგად პოლიციელები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ეს პროვოკაცია იყო. დაკავებულის თქმით, აეროპორტში წასვლამდე ცოლთან იჩხუბა, ვინაიდან ქალს უცხო ქვეყანაში მისი მარტო გაშვება არ სურდა.

"მან თქვა, რომ თვითმფრინავის აფეთქებას აპირებდა. გავაკეთე ის, რასაც ჩემგან სამოქალაქო ვალდებულება მოითხოვდა", - განაცხადა იუნის უკაგბუმ.

მისი თქმით, საზღვარგარეთ მათი პირველი ერთობლივი ვიზიტის შემდეგ ოკიზი საკუთარ თავში ჩაიკეტა. მეუღლესთან დაკავშირებით პირველი ეჭვები სწორედ მას შემდეგ გაუჩნდა. ჩაკეტილმა შავმა ჩემოდანმა ქალს ეჭვები კიდევ უფრო გაუმძაფრა. საბედნიეროდ, "ტერორისტის" ქალიშვილმა, რომელიც მშობლების ჩხუბს შეესწრო, მამასთან დარეკა და მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილა.

აეროპორტში ოკიზმა საბაჟო კონტროლის გავლაც მოასწრო, თუმცა ის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. დაკითხის დროს დაკავებულმა სამართალდამცავებს მომხდარის რეალური ვერსია მოუყვა და განუცხადა, რომ მისი ცოლი ალკოჰოლდამოკიდებულია.

ოკიზი ჩხრეკისა და დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. მოგვიანებით მამაკაცი საქმიანი ვიზიტით პარიზში გაემგზავრა, სადაც მას საფრანგეთის სპეცსამსაურების ახალი შემოწმება ელოდა.

იუნის უკაგბუ კვლავ ჯიუტად აცხადებს, რომ თავის სამოქალაქო მოვალეობას ასრულებდა. პოლიციამ მას ჯარიმის გადახდა არ დააკისრა, ბედის ირონიით, ჯარიმას მისი ქმარი გადაიხდის.

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს