იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პარლამენტარ გოგა ხაჩიძის ნათესავი აღმოჩნდა. ამის შესახებ გოგა ხაჩიძე "ფეისბუქში" წერს.
"ე.ი. ჩემი სიძის (დის მეუღლე) ბებია (მარგალიტა) და თეა წულუკიანის ბაბუა და-ძმა ყოფილან. :)",- წერს გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი და იქვე დასძენს, "ძალიან განვიცადე, მაგრამ ფაქტია".
