იაპონიაში ნაგავსაყრელზე 120 000 აშშ დოლარი იპოვეს

იაპონიაში ნაგავსაყრელზე 120 000 აშშ დოლარი იპოვეს

იაპონიაში ერთ-ერთ ნაგავსაყრელზე მუშებმა 120 000 დოლარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ Associated Press-ი იტყობინება. სააგენტოს ინფორმაციით, ფული იმ ნაგავში აღმოაჩინეს, რომელიც ავეჯის გადამუშავების შედეგად მიიღება.

სავარაუდოდ, ფულის მფლობელს დაავიწყდა, რომ თანხას გარდერობში ინახავდა და ისიც ძველ ავეჯთან ერთად ჩააბარა.

თუ სამი თვის განმავლობაში ფულს არავინ მიაკითხა, ის ნაგვის გადამამუშავებელი საამქროს საკუთრება გახდება.

შეგახსენებთ, რომ ახლახან აშშ-ში, გარდაცვლილი მამაკაცის სახლში აღმოაჩინეს საგანძური, რომელიც ექსპერტებმა 7.5 მლნ დოლარად შეაფასეს.

მომზადებულია newsbang.net-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს