იდეალურად მრგვალი კვერცხი

იდეალურად მრგვალი კვერცხი

მამაკაცმა სურსათის შეძენის შემდეგ კვერცხის ყუთში იდეალურად მრგვალი კვერცხი აღმოაჩინა და მისი აუქციონზე გაყიდვა გადაწყვიტა.

მარკ კამერონის თქმით, ასეთი კვერცხის არსებობის ალბათობა "მილიარდიდან ერთია", ხოლო ამ ექსპონატს სამუზეუმო მნიშვნელობა აქვს. იდეალურად მრგვალი კვერცხი მან ონლაინ აუქციონ eBay-ზე განათავსა.

პირველი წინადადება, რომელიც მარკმა აუქციონის მონაწილეებისგან მიიღო, 99 ცენტი იყო, რამაც ცოტათი გაუცრუა იმედი. მოგვიანებით ფასმა ორმოც ფუნტ სტერლინგს მიაღწია.

"ეს კვერცხი უამრავ ადამიანს ვაჩვენე. არცერთ მათგანს მსგავსი არაფერი უნახავს. ინტერნეტში იდეალურად მრგვალ კვერცხზე ძიება ჩავატარე. აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში მხოლოდ ორ ადამიანს ჰქონდა ჩემს გარდა, ასეთი კვერცხი" - განაცხადა მარკმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მომზადებულია federalpost-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს