ლაგოდეხის საკრებულოს შენობასთან "ქართული ოცნების" აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ. "ქართული ოცნების" ლაგოდეხის შტაბის უფროსის, ნუგზარ კაპანაძის განცხადებით, მათი მოთხოვნაა გამგებლის თანამდებობაზე კოტე კაპანაძე დაინიშნოს.
"ხალხის მოთხოვნით გამგებლის თანამდებობაზე კოტე კაპანაძე უნდა დაინიშნოს, მაგრამ კომისიას კარლო ჯამბურიას კანდიდატურა ჰყავს შერჩეული. ჩვენ, ჩვენი კანდიდატი წარვადგინეთ, მაგრამ სხვა ძალები ერევიან და ლობირებენ, მათ კარლო ჯამბურიას დანიშვნა უნდათ ლაგოდეხის გამგებლის თანამდებობაზე, მაგრამ ამის უფლებას არ მივცემთ, რადგან კაპანაძე ხალხმა შეარჩია", - აცხადებს ნუგზარ კაპანაძე.
ლაგოდეხის საკრებულოსთან "ქართული ოცნების" აქტივისტებმა იგივე მოთხოვნით აქცია 2 დღის წინაც გამართეს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე რეგისტრირებული 126 განმცხადებლიდან კომისიამ პირველ ეტაპზე 7 კანდიდატი შეარჩია.