ნინო დანელია - აბსურდია წარმოიდგინო, რომ სკაიპით ვიმატებ შსს-დან ვინმეს, რომ მოვასმენინო, რა ხდება საბჭოზე!

 ნინო დანელია - აბსურდია წარმოიდგინო, რომ სკაიპით ვიმატებ შსს-დან ვინმეს, რომ მოვასმენინო, რა ხდება საბჭოზე!

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრ ნინო დანელიას განცხადებით, მას სამეურვეო საბჭოს სხდომის მიმდინარეობისას "სკაიპის" საშუალებით სხდომის რეტრანსლირებაში დასდეს ბრალი. დანელიას თქმით, მას დასწამეს თითქოსდა სხდომის საუბარს "სკაიპის" საშუალებით შსს-ს წარმოადგენელს ასმენინებდა. ამის შესახებ დანელია სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.

"არ მეშლება კი არა, ბეცი ვარ ტექნოლოგიებში და კაკ რაზ დამაბრალეს დღეს. ვიღაც დაამატე სკაიპშიო (იგულისხმება ღარიბაშვილი მინიმუმ) და რეტრანსლირებას ახდენ სხდომის და იმიტომ გინდა მსჯელობაო! წარმოგიდგენია? ასეთი რამე დააბრალო ადამიანს წარმოგიდგენია? შენ მეგობარი არ ხარ ჩემი, მაგრამ საკმარისად კი მიცნობ ალბათ, რომ მთელი აბსურდი წარმოიდგინო, რომ მე სკაიპით ვიმატებ შსს-დან ვინმეს ან ოცნებიდან ვინმეს, რომ მოვასმენინო რა ხდება საბჭოზე! საბჭოზე, რომელიც ღიაა, საჯაროა და ჩანაწერს ვაკეთებთო, ამაყობენ!”, - წერს დანელია. 

გუშინ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კუნკურსის მეორე ტურში 5 კანდიდატი გადაიყვანა. სხდომას ნინო დანელია სკაიპის საშუალებით ესწრებოდა. იგი ამჟამად აშშ-ი იმყოფება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს