ამერიკელი ოლიმპიელი ქალი ელიტური სექსმუშაკი გახდა - 600$ საათში

ამერიკელი ოლიმპიელი ქალი ელიტური სექსმუშაკი გახდა - 600$ საათში

ამერიკელი მძლეოსანი სიუზი ფეივორ ჰემილტონი, რომელსაც სამ ოლიმპიურ თამაშებზე (ბარსელონა 1992, ატლანტა 1996, სიდნეი 2000) დაუცვია ქვეყნის სახელი, ბოლო წლებია პროსტიტუციით იყო დაკავებული.

44 წლის სიუზი 2011 წლის დეკემბრიდან ელიტური, მაღალანაზღაურებადი სექსმუშაკი გახდა. როგორც ირკვევა, ჰემილტონი კლიენტებს კელის სახელით ეცნობოდა, მომსახურებაში კი საათში 600 დოლარს იღებდა.

"მე მსხვერპლი არ ვარ, - აქვეყნებს ჰემილტონის სიტყვებს გამოცემა The Smoking Gun, - ეს დიდი შეცდომა იყო, თუმცა თავისებური ხიბლიც ჰქონდა".

მძლეოსანმა არც ის დამალა, რომ ქმარი, რომელმაც მისი "საქმიანობის" შესახებ ყველაფერი იცოდა, პროსტიტუციისთვის თავის დანებებას გამუდმებით სთხოვდა.

რაც ყველაზე საინტერესოა, სპორტსმენს სექსმუშაკობა ფულის შოვნის სურვილით სულაც არ დაუწყია, მას და მის ქმარს საკმაოდ წარმატებული ბიზნესი აქვთ.

ესკორტ-მომსახურების საიტზე განთავსებულ ჰემილტონის "ანკეტაში" ეწერა, რომ თავიდან ის ამ საქმიანობით მხოლოდ მოკლე დროით აპირებდა დაკავებას, თუმცა შემდეგ "გაუტკბა" და კლიენტთა მომსახურებას კვლავაც აგრძელებს.

იხილეთ ვიდეო

sportall.ge

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს