ლაგოდეხის საკრებულოში "ქართული ოცნების" აქტივისტები შეიჭრნენ

ლაგოდეხის საკრებულოში "ქართული ოცნების" აქტივისტები შეიჭრნენ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში "ქართული ოცნების" აქტივისტები შეიჭრნენ. კოალიციის 40-მდე აქტივისტი ლაგოდეხის გამგებლად კოტე კაპანაძის დანიშვნას ითხოვს. ბოლო ინფორმაციით, ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბაკაშვილი შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.

ექიმებმა საკრებულოს თავმჯომარეს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ის ამჟამად თავს უკეთ გრძნობს.

საკრებულოში შეჭრილები იმუქრებიან, რომ თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, პროტესტის უფრო მწვავე ფორმებს მიმართავენ.

პოლიციის უფროსმა ვითარების განმუხტვა სცადა, თუმცა უშედეგოდ.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა