ქარის მანქანა

ქარის მანქანა

ჩინელმა ფერმერმა ტანგ ჟენგპინგმა ქარის ავტომობილი შექმნა - მინიატურული ლურჯი ფერის მანქანა საწვავის ნაცვლად ქარის დახმარებით გადაადგილდება.

ფერმერი ახალი ავტომობილის საშუალებით საწვავის შესაძენად თანხას არ ხარჯავს და გამონაბოლქვი გარემოს არ აბინძურებს. მან ავტომობილის დიზაინის შექმნას მხოლოდ 3 თვე მოანდომა. ავტომობილს ელემენტები და ელექტრო გენერატორები აქვს, რომლებიც მზის ენერგიით იტენება. გენერატორებისა და ელემენტების კომპლექსი საშუალებას იძლევა, დღის ნებისმიერ მონაკვეთზე სასურველი მიმართულებით შეუფერხებლად გადაადგილდე. ხოლო მაშინ, როცა ელემენტის ნაწილი ითიშება, მეორე - მუშაობას განაგრძობს. ავტომობილის წინ დამონტაჟებული ვენტილატორი და ერთგვარი ფრთები ფერმერს სწრაფად გადაადგილებაში ეხმარება. ტანგი ავტომობილის ელემენტებს ყოველ მეორე დღეს ტენის.

"ჩემი ავტომობილი ძალიან მომწონს. მისი მაქსიმუმი საათში 140 კილომეტრია", - ამბობს ფერმერი.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს